The Lancet და The New England Journal of Medicine - მსოფლიო ჯანდაცვა დიდი საფრთხის წინაშეა

The Lancet და The New England Journal of Medicine  - მსოფლიო ჯანდაცვა დიდი საფრთხის წინაშეა
22-09-2021, 02:59
119

მსოფლიოს 220-ზე მეტმა სამედიცინო ჟურნალმა ერთობლივი მოწოდება გამოაქვეყნა მსოფლიო ლიდერების მისამართით, რათა შეაჩერონ კლიმატის გლობალური დათბობა.

მოწოდებები გავრცელდა სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის - The Lancet და The New England Journal of Medicine.
 
პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოში ჯანმრთელობისთვის არის მსოფლიო ლიდერების უუნარობა, შეაჩერონ გლობალური ტემპერატურის ზრდა 1.5 გრადუს ცელსიუსზე და შეინარჩუნონ ბუნება.
 
გარდა ამისა, რედაქტორები აღნიშნავენ ტემპერატურის ზრდის გავლენას ძირითადი კულტურების მოსავლიანობის შემცირებაზე.
 
„არცერთ ქვეყანას, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, არ შეუძლია სრულად დაიცვას თავი კლიმატთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი კრიზისისგან, და მოუწოდებენ განვითარებულ ქვეყნებს მიიღონ გადაუდებელი ზომები, როგორც COVID-19 პანდემიის დროს.
 
ამავე დროს, თანხები უნდა იყოს გამოყოფილი განვითარებადი ქვეყნებისთვის გრანტების და არა სესხების სახით. არ არის საკმარისი მხოლოდ გამონაბოლქვის შემცირება, მთელმა მსოფლიო ეკონომიკამ უნდა განიცადოს ტრანსფორმაცია“, - აცხადებენ ექსპერტები.

რეკლამა