რატომ დაკარგა დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი

რატომ დაკარგა დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი
15-01-2022, 13:51
164

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამო, დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი დაკარგა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის პრინციპმა ისედაც არ გაამართლა, ახალი შტამის გამო კი სრულად დაკარგა მნიშვნელობა, რადგან „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ხშირად ტემპერატურა საერთოდ არ აქვთ.

„მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება  მოეხსნებათ“, – წერს მაია ბუწაშვილი.

რეკლამა