შესაძლოა გამოჯანმრთელებიდან მეორე დღეს კვლავ დაინფიცირდე - კულუმბეგოვის განცხადება

შესაძლოა გამოჯანმრთელებიდან მეორე დღეს კვლავ დაინფიცირდე - კულუმბეგოვის განცხადება
15-01-2022, 12:36
196

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ადამიანს კორონავირუსის „ალფა“, „ბეტა“ ან „დელტა“ ვარიანტი აქვს გადატანილი, შესაძლოა დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს „ომიკრონი“ შეხვდეს.

როგორც კულუმბეგოვი ამბობს, აღნიშნულის ალბათობა 50-50-ზეა. იმუნოლოგი გამოსავალს ვაქცინის „ბუსტერ“ დოზების გაკეთებაში ხედავს.

„ვირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი. დაავადებათა კონტროლის წინასწარი მონაცემებით, ეს 16-17%-ია. რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან - სამი თვე და მეტი და, რისკის მომატებულია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

რეკლამა