„ომიკრონის“ რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში

„ომიკრონის“ რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში
15-01-2022, 12:19
62

საქართველოში „ომიკრონის“ 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამის 1 185 შემთხვევა.

„15 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185  შემთხვევა”, - აღნიშნულია ncdc-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა, 1 065 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

რეკლამა