უძილობის მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები

უძილობის მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები
15-01-2022, 00:01
198

უძილობის მკურნალობის არაერთი საშუალება არსებობს. ამ ეტაპზე კი არამედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს გაგაცნობთ. 

უძილობის დროს თაფლზე უკეთესი საშუალება არ არსებობს, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა. რეცეპტი - 1 სუფრის კოვზი ბორჯომი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1/2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ლიმონი აურიეთ და დილაობით ერთი თვის განმავლობაში მიიღეთ. მეორე ვარიანტიც შეიძლება სცადოთ - 1 სუფრის კოვზი თაფლი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ ძილის წინ. საფეთქლები დაიზილეთ ლავანდის ზეთით ან ერთ ნატეხ შაქარზე დააწვეთეთ 3-5 წვეთი და ძილის წინ ჩაწუწნეთ.

უძილობის დროს შესაძლოა გამოიყენოთ მცენარეული ნარევებიც - 30 გრამი ბაღის პიტნა, 30 გრამი შავბალახა, 20 გრამი სამკურნალო კატაბალახას ფესურა, 20 გრამი ჩვეულებრივი სვიის გირჩა კარგად აურიეთ. აიღეთ 10 გრამი ნარევი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში ჩადგით. გააცივეთ, გაფილტრეთ და ადუღებული წყლით შეავსეთ თავდაპირველ მოცულობამდე. უძილობის გამოვლენისთანავე მიიღეთ დღეში სამჯერ ნახევარი ჩაის ჭიქა.

ამასთანავე, უძილობისას კარგია თბილი აბაზანა. წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 37-38 გრადუსზე მაღალი. აბაზანა მიიღეთ ან ჭამის წინ, ან ჭამიდან 1,5-2 საათის შემდეგ. აბაზანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს.
 

რეკლამა