ორგანიზმის მარილებისგან გაწმენდა შესაძლებელია დაფნის ფოთლების ნახარშით - რეცეპტი

ორგანიზმის მარილებისგან გაწმენდა შესაძლებელია დაფნის ფოთლების ნახარშით - რეცეპტი
14-01-2022, 23:45
202

დაფნის ფოთლების ნახარში ორგანიზმს მარილებისგან წმენდს. ნახარშის მიღების დროს ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა და მხოლოდ ბოსტნეული უნდა მიირთვათ.

რეცეპტი შემდეგნაირად გამოიყურება: 5 გ დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. ამის შემდეგ გაუფილტრავად გადაასხით თერმოსში და 4 საათი გააჩერეთ. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ, დაყავით 12 ნაწილად და ყლუპებად სვით.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ნახარშის ერთიანად დალევა დაუშვებელია, რადგან, გამორიცხული არაა, რომ მან სისხლდენა გამოიწვიოს. პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 3 დღე.

ამასთანავე, კარგი იქნება, პროცედურის სამივე დღის განმავლობაში შვრიის ჩალის, თივის მტვრის, ნაძვის წიწვების ან თუნდაც მაგნიუმის მარილის აბაზანას მიიღებთ.

რეკლამა