სწრაფმა ტესტმა „ომიკრონთან“ მიმართებით მნიშვნელობა დაკარგა

სწრაფმა ტესტმა „ომიკრონთან“ მიმართებით მნიშვნელობა დაკარგა
14-01-2022, 16:58
294

ალერგოლოგ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, სწრაფმა, ანტიგენის ტესტმა ფაქტობრივად დაკარგა მნიშვნელობა.


ამის შესახებ კამკამიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ძალიან დიდი განსხვავება ჩნდება სწრაფ, ანტიგენის ტესტსა და PCR-ს შორის. ანტიგენის ტესტი ძალიან სწრაფად კარგავს თავის მგრძნობელობას. 


ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სწრაფი ტესტი არ აღმოაჩენს ინფექციას და ასეთი ადამიანი გამავრცელებლად რჩება. 
ამიტომ, ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ გავაფრთხილეთ ის ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში, რომ უპირატესი როლი უნდა მიენიჭოს PCR-ტესტირებას. 


ეს იყო ცხადი „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაშიც და ახლა „ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად არის ეს რეკომენდაცია. თუმცა, რეაგირება ძალიან ნელი ან საერთოდ არ არის ამასთან დაკავშირებით და კვლავ გრძელდება ის, რომ ანტიგენის ტესტი, სწრაფი ტესტი გამოიყენება მაინც, როგორც პირველი რიგის კვლევა. 


უნდა მოხდეს გადასვლა უპირატესად PCR-ტესტირებაზე“, - განაცხადა გიორგი კამკამიძემ.


რეკლამა