ჯანმომ კორონავირუსის სამკურნალოდ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

ჯანმომ კორონავირუსის სამკურნალოდ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
14-01-2022, 13:53
35

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ მკურნალობისთვის კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

ჯანმომ რეკომენდაცია გაუწია „ბარიციტინიბის“ გამოყენებას. ის ბაზარზე „ოლუმიანტის“ ბრენდის სახელით იყიდება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრეპარატის გამოყენება დასაშვებია კოვიდით ინფიცირებულ მძიმე ან კრიტიკულ პაციენტებთან.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „პირობითი რეკომენდაცია“ მისცა პრეპარატ „სოტროვიმაბს“. ჯანმოს განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მსუბუქი სიმძიმის პაციენტებში, რომლებიც საავადმყოფოში მოხვედრის რისკ ჯგუფში არიან.

რეკლამა