როგორი პროგნოზები აქვთ ექსპერტებს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით

როგორი პროგნოზები აქვთ ექსპერტებს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით
14-01-2022, 13:16
87

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გია კამკამიძემ საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

კამკამიძე ამბობს, რომ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. იმუნოლოგი არ გამორიცხავს, რომ ვირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა 10-20 ათასის ფარგლებში იყოს.

„არის მოლოდინი, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ახალი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატება, სადღაც ამ თვის განმავლობაში, შეიძლება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს და იყოს 10 და 20 ათასზე მეტი. სიკვდილიანობის შემთხვევები კვლავ მაღალი რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ „ომიკრონს“ არ ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა, ჯერჯერობით ეს სიკვდილიანობა არის დაკავშირებული იმ შემთხვევებთან, რომელიც არის დაკავშირებული 2 კვირის წინ და უფრო მეტი ხნის წინანდელ პერიოდთან“, - განაცხადა გია კამკამიძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა, 1 661 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

რეკლამა