საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა 1 096-მდე გაიზარდა

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა 1 096-მდე გაიზარდა
14-01-2022, 11:38
41

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა 1 096-მდე გაიზარდა.

„14 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1096 შემთხვევა“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა, 1 661 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

რეკლამა