დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი! - ჯანმრთელობის პრობლემებს რაღაც დოზით ყველა შეიგრძნობს, მაგრამ განსაკუთრებით ეს ადამიანები (იხილეთ ჩამონათვალი)

დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი! - ჯანმრთელობის პრობლემებს რაღაც დოზით ყველა შეიგრძნობს, მაგრამ განსაკუთრებით ეს ადამიანები (იხილეთ ჩამონათვალი)
13-01-2022, 23:43
640

შაბათ-კვირას, 15 და 16 იანვარს, დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. შესაბამის ინფორმაციას Spaceweather ავრცელებს. კვირას G1 კლასის მაგნიტური ქარიშხალია ნავარაუდები.

Spaceweather-ის თანახმად, 12 იანვარს მზემ პლაზმის გიგანტური გროვა გამოყო, რომელიც დედამიწისკენ მოემართება.

მაგნიტური ქარიშხალი არის დედამიწის გეომაგნიტური ველის დარღვევა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე და ასევე შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ინტენსივობა. ისინი გავლენას ახდენენ საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ტექნიკური გაუმართაობა.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ: გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, შაქრიანი დიაბეტის მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ  ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს.

რეკლამა