პირველად ისტორიაში - აშშ-ში ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს

პირველად ისტორიაში - აშშ-ში ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს
12-01-2022, 13:03
59

57 წლის ამერიკელ მამაკაცს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ამ სახის ოპერაცია გადანერგვის ქირურგიაში პირველია.

ერილენდის სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადებით, ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, დევიდ ბენეტს გულის ტერმინალური დაავადება ჰქონდა და ღორის გული ამჟამად ხელმისაწვდომი ერთადერთი ვარიანტი იყო.

პაციენტის სამედიცინო ისტორიის შედეგად დადგინდა, რომ ის არათავსებადი იყო ჩვეულებრივი გულის გადანერგვის ან ხელოვნური გულის ტუმბოს ჩადგმისთვის.

რეკლამა