ბრიტანეთში ქათმის გრიპით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა დააფიქსირდა

ბრიტანეთში ქათმის გრიპით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა დააფიქსირდა
7-01-2022, 10:36
49

ბრიტანეთში ქათმის გრიპით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ განცხადებას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია და ადამიანი, სავარაუდოდ, დაავადებულ ან მკვდარ ფრინველთან ახლო კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.

ექსპერტები თქმით, აღნიშნულის პირის ყველა ახლო კონტაქტის მონიტორინგი მიმდინარეობს.

BBC წერს, რომ დაინფიცირებული ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია და სხვა ადამიანებზე გადაცემის რისკი ძალიან დაბალია.

რეკლამა