ქუთაისელი ქირურგი საფრანგეთში სასწავლო სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში მიიწვიეს

ქუთაისელი ქირურგი საფრანგეთში სასწავლო სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში მიიწვიეს
4-01-2022, 05:02
161

ქუთაისელი ქირურგი საფრანგეთში სასწავლო სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში მიიწვიეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი ავრცელებს.
 
„მსოფლიოში ლიდერი სასწავლო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი IRCAD საფრანგეთში ქალაქ სტრასბურგში ქირურგებს მასპინძლობდა.
 
მსოფლიოში 40-მდე მიწვეული ქირურგიდან ერთ-ერთი ჩვენი კლინიკის  ბარიატრიული   და  ენდოკრინული  მიმართულების    ხელმძღვანელი, ქირურგი  ბესო აბულაძე იყო.
 
ეს როგორც დიდი წარმატება ასევე დიდი გამოცდილებაა ნებისმიერი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლისათვის.
 
ყოველწლიურად 5000-ზე მეტი ქირურგი ჩადის მსოფლიოდან IRCAD-ის სასწავლო ცენტრში უახლესი ქირურგიული სიახლეების დაუფლების და გაცნობის მიზნით.
 
წლევანდელი კონფერენცია კომპანია მეტრონიკის ხელშეწყობით მოეწყო“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.

რეკლამა