„ბუსტერ“ დოზა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

„ბუსტერ“ დოზა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
20-12-2021, 14:33
58

„ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერ“ დოზის გაკეთება სავალდებულო იყოს.

„ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“. აუცილებელი იქნება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება, გაიკეთოს „ბუსტერი“. ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ იყოს ყველასთვის აუცილებელი“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
 

რეკლამა