„ფაიზერი“ - პანდემია შესაძლოა 2024 წლამდე გაგრძელდეს

„ფაიზერი“ - პანდემია შესაძლოა 2024 წლამდე გაგრძელდეს
18-12-2021, 15:55
104

„ფაიზერის“ განცხადებით, პანდემია შესაძლოა 2024 წლამდე გაგრძელდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

მათივე თქმით, პანდემიის გაგრძელება დამოკიდებული იქნება დაავადების ევოლუციასა და იმაზე, საზოგადოება რამდენად ეფექტურად გამოიყენებს და ჩართული იქნება ვაქცინაციის პროცესში.

„როდის და როგორ მოხდება ეს, დამოკიდებული იქნება დაავადების ევოლუციაზე, თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენებს საზოგადოება მკურნალობისა და ვაქცინაციის პროცესს, ასევე ვაქცინის თანაბარ გადანაწილებაზე იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაციის დონე დაბალია“, – განცხადება „ფაიზერის“ სამეცნიერო ოფიცერმა.

გარდა ამისა, Pfizer-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა აღნიშნა, რომ კომპანია მოელის, რომ ზოგიერთ რეგიონში COVID-19 შემთხვევების დაფიქსირება მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, სხვა ქვეყნებში პანდემია „ენდემური“ გახდება.

რეკლამა