რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“

რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“
1-12-2021, 15:03
210

იაშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს, „ომიკრონს“.

ჩხაიძის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ახალი შტამი მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა ადვილად გადამდებია, რაც მას „დელტა“ შტამზე საშიშად აქცევს.

„წინასწარი შეფასებით, რაც პაციენტების მცირე ჯგუფზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, ეს არის დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ გადადების უფრო მაღალი შესაძლებლობა. არავინ არ გამორიცხავს, რომ ეს შესაძლოა შეცვალოს. ის რომ ეს შტამი იქნება უფრო გადამდები ეს ცხადია, იმიტომ, რომ მას აქვს ის რაც განაპირობებს ვირუსის უჯრედში იოლად შეღწევას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებიდან ორი დღის განმავლობაში თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე ახასიათებს. რაც შეეხება გემოვნებისა და ყონისვის დაკარგვას, წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პაციენტებში არ დაფიქსირებულა.

„ერთი რაც დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, ეს არის მარტივი, მსუბუქი მიმდინარეობის ვარიანტი, რომელიც მიმდინარეობს ძირითადად მიმდინარეობს თავის ტკივილითა და საერთო სისუსტით, რომელიც გრძელდება 2 დღის განმავალობაში და პაციენტების არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აუცილებლობა ჰოსპიტალში გადაყვანის. ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

რეკლამა