რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონის“ შესახებ - იხილეთ დეტალურად

რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონის“ შესახებ - იხილეთ დეტალურად
27-11-2021, 14:20
143

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული B.1.1.529 ვარიანტის შესახებ პირველად 2021 წლის 24 ნოემბერს ეცნობა. ჯანმო-მ ახალ შტამს „ომიკრონი“ უწოდა და „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა.

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, სამხრეთ აფრიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ახალი ვარიანტის გამოჩენას დაემთხვა. როგორც WHO-ში ამბობენ, კორონავირუსის ახალ ვარიანტს, „ომიკრონს“ აქვს მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, წინასწარი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ვარიანტით რეინფექციის რისკი გაზრდილია. მათივე ცნობით, „ომიკრონის“ შემთხვევების რიცხვი სამხრეთ აფრიკის თითქმის ყველა პროვინციაში იმატებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, საკითხზე მომუშავე ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ, რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

რეკლამა