„მოდერნა“ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებს

„მოდერნა“ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებს
27-11-2021, 14:17
36

კომპანია „მოდერნა“ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს.

„“ომიკრონის“ ვარიანტში მუტაციები შემაშფოთებელია და რამდენიმე დღეა, რაც შეიძლება სწრაფად ვახორციელებთ ჩვენი სტრატეგიის შემუშავებას ახალი საფრთხის ასარიდებლად“, – თქვა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გავრცელებულ კორონავირუსის ახალ შტამს, „ომიკრონს“ „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. ახალი შტამი უკვე გავრცელდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ევროკავშირმა, კანადამ, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკასთან მოგზაურობისა და ფრენების შეზღუდვები დააწესეს.

რეკლამა