ევროპის წამლის სააგენტომ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტომ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
25-11-2021, 17:52
78

ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

როიტერსის“ ინფორმაციით, 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ნაკლებ დოზას გამოიყენებენ და აცრას სამი კვირის ინტერვალით ორ ეტაპად განახორციელებენ.

გამოცემის ცნობით, სააგენტო რეკომენდაციას ევროკომისიას გადაუგზავნის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

რეკლამა