დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „ტვინდემია“

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „ტვინდემია“
24-11-2021, 15:08
83

„ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, საქართველოში „ტვინდემიის“ შემთხვევაც არ გამოვლენილა, რაც გულისხმობს კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის ზედდება.

„მსოფლიომ ამას უწოდა „ტვინდემია“, როდესაც არის ერთდროულად ორი ინფექცია. იცით რომ ჩვენ გვაქვს სისტემა, სეზონურ გრიპზე ზედამხედველობის, ყოველკვირეული მონაცემები ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ და ქვეყნდება, თუ რა ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში და ამის მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ახლა, რომ ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. ანუ გრიპის მსგავსი ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში, მაგრამ „ტვინდემია“ ჯერ არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რეკლამა