„ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს „კოვიდ19“-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს

„ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს „კოვიდ19“-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს
17-11-2021, 11:22
77

„ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს „კოვიდ19“-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიამ განაცხადა, რომ ანტივირუსული აბების გამოშვების ლიცენზიას ჟენევაში მდებარე მედიკამენტების საპატენტო ფონდს მისცემს. ამის საშუალებით კი კომპანიებს საშუალება ექნებათ, აბები 95 ქვეყანაში გამოსაყენებლად გამოუშვან.

„ესოშიეიტიდ პრესი“ წერს, რომ შეთანხმება გამორიცხავს ზოგიერთ ისეთ დიდ ქვეყანას, რომლებმაც კორონავირუსის დამანგრეველი აფეთქება განიცხადეს. მაგალითად, მაშინ, როცა ბრაზილიურ ფარმაცევტულ კომპანიას შეუძლია მიიღოს ლიცენზია აბების სხვა ქვეყნებში საექსპორტოდ დასამზადებლად, წამალი არ შეიძლება ბრაზილიაში გამოიყენონ.

გამოცემა იუწყება, რომ მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებამ პანდემიის უფრო სწრაფად დასრულებას შესაძლოა ხელი შეუწყოს.

რეკლამა