ევროპის წამლის სააგენტომ კოვიდის სამკურნალო ორი ახალი მედიკამენტი დაამტკიცა

ევროპის წამლის სააგენტომ კოვიდის სამკურნალო ორი ახალი მედიკამენტი დაამტკიცა
13-11-2021, 11:14
48

ევროპის წამლის სააგენტომ კოვიდის სამკურნალო ორი ახალი მედიკამენტი – „რონაპრევე” (Ronapreve) და „რეგკირონა” (Regkirona) დაამტკიცა.

EMA-ს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია Ronapreve-ის ავტორიზაციას COVID-19-ის სამკურნალოდ იმ მოზარდებში (12 წლის ასაკიდან და წონით მინიმუმ 40 კილოგრამი), რომლებსაც არ ესაჭიროებათ დამატებითი ჟანგბადი და აქვთ დაავადების გაუარესების რისკი.

სააგენტოს ცნობით, Ronapreve ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში, რომელთა წონა მინიმუმ 40 კილოგრამია.

რაც შეეხება „რეგკირონას”, კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია წამლის ავტორიზაციას COVID-19-ით დაავადებული მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ დამატებითი ჟანგბადი და რომელთაც ასევე აქვთ დაავადების გაუარესების რისკი.

EMA-ს ადამიანის მედიკამენტების კომიტეტი თავის რეკომენდაციებს ორივე მედიკამენტის შესახებ, ევროკომისიას სწრაფი იურიდიულად გადაწყვეტილების მისაღებად გადაუგზავნის.

რეკლამა