ბრიტანეთმა კორონავირუსის სამკურნალო, პირველი ანტივირუსული აბი დაამტკიცა

ბრიტანეთმა კორონავირუსის სამკურნალო, პირველი ანტივირუსული აბი დაამტკიცა
5-11-2021, 17:22
51

დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის სამკურნალო, პირველი ანტივირუსული აბი, „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა.

ბრიტანეთში „მოლნუპირავირის“ აბების მიღება 18 წლის ზევით იმ კოვიდინფიცირებულ პირებში იქნება შესაძლებელი, რომლებსაც  მწვავე დაავადების განვითარების მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი მაინც აქვთ. მაგალითად: ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, მკურნალობით გამოწვეული ორგანიზმის დასუსტებული იმუნიტეტი და ა.შ.

ცნობისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკის“ მიერ წარმოებული მედიკამენტის დამტკიცებას შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებშიც ელოდებიან.

რეკლამა