წნევის ერთ-ერთ მედიკამენტში გენოტოქსიკური მინარევი აღმოჩნდა

წნევის ერთ-ერთ მედიკამენტში გენოტოქსიკური მინარევი აღმოჩნდა
20-10-2021, 11:07
465

წნევის ერთ-ერთ მედიკამენტში გენოტოქსიკური მინარევი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული   საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

„სააგენტოში შემოსულია  „Denk Pharma GmbH & Co. KG“-ს  წერილი, აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტში (Losartan potassium)   გენოტოქსიკური მინარევის აღმოჩენასთან დაკავშირებით, შემდეგ სამკურნალო საშუალებებში:

🔵 ლოსარ-დენკი 25
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG

🔵 ლოსარ-დენკ 50
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG

🔵 ლოსარ-დენკ 100
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG

🔵 კოლოსარ-დენკი 50/12.5
50მგ+12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG

🔵 კოლოსარ-დენკი 100/12,5
100მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Denk Pharma GmbH & Co. KG

ხუთივე ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა არის გერმანია. სააგენტო მიმართავს ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ  ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია და უზრუნველყონ მათი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეკლამა