ჯანმოს მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის

ჯანმოს მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის
14-10-2021, 11:45
18

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯანმო-მ გუნდი 26 ექსპერტისგან დააკომპლექტა. ექსპერტთა არიან ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც უჰანის საგამოძიებო მისიაში მონაწილეობდნენ.

„იმის გაგება, თუ საიდან მოდის ახალი პათოგენები, აუცილებელია ეპიდემიისა და პანდემიის პოტენციალით მომავალი აფეთქებების თავიდან ასაცილებლად და მოითხოვს ფართო სპექტრს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.

რეკლამა