„მერკმა“ FDA-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა

„მერკმა“ FDA-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა
12-10-2021, 10:18
152

კომპანია „მერკმა“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის, „მოლნუპირავირის“ ავტორიზაციისთვის მიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, FDA-გან მსუბუქად და ზომიერად დაავადებულ ადამიანებში პრეპარატის საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცებას ითხოვს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ მსუბუქად და ზომიერად დაავადებულ ადამიანებში „მოლნუპირავირით“ მკურნალობამ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ით შეამცირა.

რეკლამა