არის თუ არა საქართველო „ტვინდემიისთვის“ მზად

არის თუ არა საქართველო „ტვინდემიისთვის“ მზად
10-10-2021, 15:46
747

„ტვინდემიის პროცესში საუბრობს არა ახალ შტამზე, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე, სადაც ერთი „კოვიდ19“, ხოლო მეორე სეზონური ვირუსია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ტიკარაძე ამბობს, ქვეყანაში კორონავირუსისა და სხვა დაავადებებით ორმაგი ინფიცირების შემთხვევები უკვე შეინიშნება. მისი თქმით, საქართველო „ტვინდემიისთვის“ მზად არის.

„ტვინდემიის“ პროცესში ბატონი ამირანი და მსოფლიო საუბრობს არა ახალ შტამზე, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე, სადაც ერთი ვირუსი არის „კოვიდ19“, ხოლო მეორე არის სეზონური ვირუსი. ამის მოლოდინი ასეთი იყო, თუმცა შარშან „კოვიდმა“ მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა ვირუსი. ამ ეტაპზე „კოვიდი“ შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა და მათი ერთმანეთთან თანდებით უკვე შეინიშნება ორმაგი ინფიცირება მოსახლეობის. რა თქმა უნდა, ქვეყანა ამისთვისაც არის მზად, მკურნალობა ტიპურია და სიმპტომურად მიმდინარეობს, საწოლფონდის მიხედვით ქვეყანა ამისთვისაც მზადაა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რეკლამა