ჯანმო-მ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა

ჯანმო-მ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა
7-10-2021, 09:56
125

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის, „მოსქუირიქსის“ გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მალარიის ვაქცინის შემთხვევაში მიიღება ოთხ დოზა. პირველ სამ დოზას 5,6 და 7 თვის ჩვილებს ერთი თვის მანძილზე უკეთებენ, ხოლო საბოლოო გამაძლიერებელი დოზა დაახლოებით 18 თვის ასაკში მიიღება.

მედიის ინფორმაციით, 2.3 მილიონი ვაქცინის დოზის გამოყენების შედეგად, დაკვირვებამ ცხადყო, რომ ვაქცინამ მალარიის მწვავე შემთხვევები 30%-ით შეამცირა.

როგორც ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, მალარიის ვაქცინას ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

„მალარიის ნანატრი ვაქცინა ბავშვებისთვის არის გარღვევა მეცნიერებისთვის, ბავშვთა ჯანმრთელობისა და მალარიის კონტროლისთვის. მას შეუძლია ყოველწლიურად ათიათასობით ახალგაზრდა სიცოცხლე გადაარჩინოს“, - განაცხადა გებრეისუსმა.

რეკლამა