ავსტრალია კოვიდსაწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატ Molnupiravir-ს შეიძენს

ავსტრალია კოვიდსაწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატ Molnupiravir-ს შეიძენს
5-10-2021, 10:56
55

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ქვეყანა კომპანია „მერკის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატ Molnupiravir-ს შეიძენს.

მორისონმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს მედიკამენტი ნიშნავს იმას, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრებას შევძლებთ“.

როგორც ავსტრალიის პრემიერმა აღნიშნა, Molnupiravir-ის კაფსულა 5 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ მიიღება. მისივე თქმით, ქვეყანა საწყის ეტაპზე, მედიკამენტის 300 000 კურსისთვის საჭირო რაოდენობას შეიძენს.

ცნობისთვის, მედიკამენტის კლინიკური კვლევის შუალედური შედეგების თანახმად, Molnupiravir-ი კოვიდპაციენტების სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს დაახლოებით 50 %-ით ამცირებს.

რეკლამა