„დელტა“ შტამის წინააღმდეგ მედიკამენტ „მოლნუპირავირის“ ეფექტურობა კვლევებით დადასტურდა

„დელტა“ შტამის წინააღმდეგ მედიკამენტ „მოლნუპირავირის“ ეფექტურობა კვლევებით დადასტურდა
4-10-2021, 17:43
240

„დელტა“ შტამი წინააღმდეგ მედიკამენტ „მოლნუპირავირის“ ეფექტურობა კვლევებით დადასტურდა, - ამის შესახებ ნათქვამია მედიკამენდის მწარმოებელი კომპანიის, „მერკის” მიერ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიამ წარმოადგინა კვლევის შედეგები. კერძოდ, მონაცემების თანახმად, როდესაც პაციენტები იღებდნენ „მოლნუპირავირს“, მათი გართულებების მაჩვენებელმა 7.4% შეადგინა. 

კვლევის მიხედვით, იგივე მაჩვენებელი იმ პირებში, რომლებიც „მოლნუპირავირს“ არ იღებდნენ, გართულებებისა და სიკვდილის მაჩვენებელი 14.1% შეადგენდა.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ „მოლნუპირავირის“ არ მოხმარების შემთხვევაში გართულებისა და სიკვდილიანობის რისკი ორჯერ მეტია.

რეკლამა