ჩერნობილის რადიაცია და დნმ-ს დაზიანების მემკვიდრეობით გადაცემა - მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს

ჩერნობილის რადიაცია და დნმ-ს დაზიანების მემკვიდრეობით გადაცემა - მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს
27-09-2021, 23:07
34

ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, იაპონიისა და რუსეთის ექსპერტებმა შეერთებული შტატების კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის მკლევრის, მერედიტ იიგერის ხელმძღვანელობით გამოიკვლიეს იმ ბავშვთა გენეტიკური ანომალიები, რომელთა მშობლებიც დაზარალდნენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად.
 
ანალიზების შედეგად ბავშვების ორგანიზმში არ დაფიქსირდა მუტაციების სიჭარბე, რაც იმას ნიშნავს, რომ მაიონიზებელი გამოსხივებით გამოწვეული დნმ-ს დაზიანება მემკვიდრეობით არ გადაეცემა.
 
ჩერნობილის მსგავსი გამოსხივება ზრდის დნმ-ს მუტა­გენეზს, რაც აპროვოცირებს კიბოს და სხვა ანომალიების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულია გენომის დაზიანებასთან.
 
ახალწარმოქმნილი მუტაციები აღმოცენდება გამეტებში, სასქესო უჯრედებში შემთხვევითი მუტაციების შედეგად. ანალიზით დადგინდა, რომ ამ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც დაექვემდებარნენ რადიაციულ გამოსხივებას, არ აღმოაჩნდათ უჯრედებში ჭარბი მუტაცია.

რეკლამა