ქარვაში ანტიბიოტიკების ახალი წყარო აღმოაჩინეს

ქარვაში ანტიბიოტიკების ახალი წყარო აღმოაჩინეს
27-09-2021, 21:30
310

მინესოტის უნივერსიტეტში გამოავლინეს ქარვის ანთებისა და ინფექციის საწინააღმდეგო თვისებები. 

ექსპერტებმა ქარვის პუდრის ექსტრაქტის ქიმიური შემადგენლობის ანალიზი გააკეთეს, რითაც სამი უნიკალური ნივთიერება გამოვლინდა. ეს ნივთიერებებია - აბიეტინის, დეჰიდროაბიეტინისა და დექსტროპიმარიკის მჟავები.

აღნიშნული ნაერთები მიეკუთვნება ფისის მჟავებს და გამომუშავდება წიწვოვანი ოჯახის ხეების მიერ. 
მათი მოქმედება შეამოწმეს 9 ტიპის პათოგენური ბაქტერიების მიმართ. აღმოჩნდა, რომ ფისის მჟავები ანადგურებდნენ გრამდადებით ბაქტერიებს, მათ შორის ოქროსფერი სტაფილოკოკის ზოგიერთ შტამს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აბიეტინის მჟავამ და მისმა წარმოებულებმა შეიძლება პერსპექტივაში ახალ ანტიბიოტიკებს დაუდოს სათავე. აღსანიშნავია, რომ პათოგენები ძველი ანტიბიოტიკების მიმართ აქტიურად გამოიმუშავებენ რეზისტენტობას. ეს განსაკუთრებით გრამდადებით ბაქტერიებს ეხება.

რეკლამა