გვიცავს თუ არა ნიღაბი მაშინ, როცა ჩვენ გარდა არავის უკეთია

გვიცავს თუ არა ნიღაბი მაშინ, როცა ჩვენ გარდა არავის უკეთია
25-09-2021, 13:47
238

დახურულ სივრცეში ნიღბის დამცველობის უნარი ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც მას ყველა ატარებს, მაგრამ არაერთი მტკიცებულება ცხადყოფს, რომ ნიღაბი ადამიანს მაშინაც იცავს, როდესაც მის გარშემო სხვა ადამიანებს პირბადის გარეშე არიან. 

კვლევები ცხადყოფს, რომ ასეთ შემთხვევაში ვირუსით ინფიცირებისგან დაცვას განსაზღვრავს პირბადის ხარისხი და ის, თუ რამდენად სწორად გვიკეთია ნიღაბი.

ერთ-ერთი ასეთი კვლევა ვირჯინიის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ის, თუ როგორია სახლში დამზადებული ნიღბების, ქირურგიული პირბადეებისა და სახის ფარების დაცვა მისი მტარებლის შემთხვევაში. გარდა ამისა, ჯამში ნიღბის 11 სახეობა შეისწავლეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პატარა აეროზოლური ნაწილაკების დაბლოკვისას სახის ფარისა და ქირურგიული ნიღბის შემთხვევაში  დაცვის დონე ნულიდან 30%-მდე მერყეობდა. 

„ამ დასკვნების საფუძველზე, ჩვენ გირჩევთ სამფენიან ნიღაბს, რომელიც შედგება მოქნილი, მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილის გარე და შიდა ფენისგან, რომელიც შედგება მასალისაგან, რომელიც შექმნილია ნაწილაკების გაფილტვრის მიზნით“, - აღნიშნულია ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევაში.

რეკლამა