რა გავლენას ახდენს COVID-19 ვაქცინები მენსტრუალურ ციკლზე - კვლევა

რა გავლენას ახდენს COVID-19 ვაქცინები მენსტრუალურ ციკლზე - კვლევა
23-09-2021, 21:06
335

ექსპერტების განცხადებით, COVID-19 ვაქცინების გავრცელების შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ათასობით ქალი ამბობს, რომ მენსტრუალური ციკლი დაერღვათ, - ამის შესახებ ინფორმაციას sciencealert ავრცელებს.

გამოცემა Sky News-ზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში 30,000-ზე მეტმა ქალმა თქვა, რომ მათი მენსტრუალური ციკლი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ, გარკვეულწილად შეიცვალა.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის რეპროდუქციული იმუნოლოგი, ვიქტორია მეილი ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ადამიანისთვის რაიმე სახის საფრთხეს არ წარმოადგენს და ხანმოკლეა, გამოძიება, თუ რატომ ხდება ეს, გადამწყვეტი იქნება. შეერთებულ შტატებში, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი 1.67 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს COVID-19 ვაქცინები ციკლზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნაყოფიერებასა და ორსულობაზე გავლენას არ ახდნენ.

რეკლამა