ქირურგებმა მოზარდის გენიტალიებიდან USB-კაბელი ამოიღეს

ქირურგებმა მოზარდის გენიტალიებიდან USB-კაბელი ამოიღეს
22-09-2021, 21:52
734

ქირურგებმა მოზარდის გენიტალიებიდან USB-კაბელი ამოიღეს. შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა.
 
შემთხვევა 15 წლის მოზარდს ეხება, რომელის საავადმყოფოში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ურეთრის ხვრელში USB-კაბელი შეიყვანა.
 
აღნიშნული ფაქტის შემდეგ მავთული გადაიხლართა, წარმოიქმნა კვანძები და დაიწყო სისხლდენა.
 
კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მოზარდმა დეტალური მოკვლევა დედის დასწრების გარეშე მოითხოვა, როგორც 15 წლის მოზარდმა აღნიშნა, ურეთრაში კაბელი თვითონ შეიყვანა და მიზანი სექსუალური ცნობისმოყვარეობა იყო, მას სურდა საკუთარი პენისის სიგრძის გაგება.
 
დეტალური გამოკვლევის შედეგად რენტგენმა ურეთრის შიგნით კაბელის ზუსტი ადგილმდებარეობა, კვანძების ზომა და ფორმა აჩვენა, რის შემდეგაც პაციენტი საოპერაციოში შეიყვანეს. ქირურგებმა ურეთრიდან კაბელის ამოღება შეძლეს.
 
ოპერაციის შემდეგ გართულებები არ განვითარებია, პაციენტი სახლში მეორე დღეს ორი კათეტერით, ტკივილგამაყუჩებლებით და ანტიბიოტიკებით გაუშვეს. 
 
მოზარდს ორი კვირის შემდეგ კათეტერები ამოუღეს, ასევე ის უროლოგის დაკვირვებას საჭიროებს, შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
 
ასევე ცნობისთვის, ურეთრაში უცხო სხეულების შეტანით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლემის განვითარება: შარდვისას წვის შეგრძნება, ტკივილი ერექციისას, შარდში სისხლი, ურეთრის შეშუპება. ზოგჯერ შესაძლოა მძიმე რეკონსტრუქციული ოპერაციებიც კი გახდეს საჭირო.

რეკლამა