თამბაქოზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო საშუალება პარკინსონის დაავადების დროს ეფექტურია

თამბაქოზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო საშუალება პარკინსონის დაავადების დროს ეფექტურია
22-09-2021, 11:50
59

თამბაქოზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო საშუალება პარკინსონის დაავადების დროს ეფექტურია.
 
ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადგინეს, რომ ციტიზინი, რომელიც ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებას, ქალებში ამცირებს დოფამონური ნეირონების დაკარგვას.
 
ეს იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ციტიზინი ააუმჯობესებს პარკინსონის დაავადების დროს მდგომარეობას ან ამცირებს პროგრესირებას ქალებში.
 
აღსანიშნავია, რომ მწეველებში ამ დაავადების რისკი დაქვეითებული აქვთ, ხოლო ციტიზინი ნიკოტინის შემცველობის არის და მიზნობრივ რეცეპტორებთან არის დაკავშირებული.
 
ტეხასის შტატში მეცნიერებმა მღრღნელებში ხელოვნურად გამოიწვიეს პარკინსონის დაავადება და მათზე ფიზიოლოგიური ხსნარი და ციტიზინი გამოცადეს. რის შემდეგაც დაიწყო მთელი რიგი ექსპერიმენტები.
 
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ციტიზინი დამცველობით ეფექტს ახდენს - აქვეითებს პარკინსონის დამახასიათებელ გადახრებს და ამცირებს დაღუპული დოფამინური ნეირონების რაოდენობას. 
 
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ციტიზინის დამცავი ეფექტი ვლინდება მხოლოდ ქალებში, მიზეზი კი ციტიზინისა და ესტროგენის, ქალის სასქესო ჰორმონის კომბინაცია საიმედო დაცვას იძლევა.

რეკლამა